Accentnews.ge
გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 22 მაისიდან განახლდება

გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 22 მაისიდან განახლდება

21/05/2020 11:24:23 საზოგადოება

გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 22 მაისიდან არდგება. საქმიანობის განახლება აღნიშნული პროფილის ნებისმიერ კლინიკას შეეძლება, თუმცა პარალელურად გაგრძელდება 11 მაისიდან დაწყებული მონიტორინგი გაწეული რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით.

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცნობით, ამ მომენტისთვის სააგენტოში გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების დაწყების თაობაზე 279 შეტყობინება შევიდა, შემოწმდა 191 ობიექტი, რომელთაგან 164 შემთხვევაში კლინიკას საქმიანობის განხორციელების უფლება მიეცა.

წინასწარი მონაცემებით, გაძვირდება ტარიფები. აღნიშნულს კლინიკები იმით ხსიან, რომ დაწესებული რეგულაციების შესრულება ფინანსურ ხარჯებდაც ითვალისწინებს. ფინანსურ გადაწყვეტილებებს თითოეული სამედიცინო დაწესებულება თავად მიიღებს.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 22 მაისამდე აკრძალულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S