Accentnews.ge
ირაკლი ჩიქოვანი: „საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერ საუბარი არ არის“

ირაკლი ჩიქოვანი: „საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერ საუბარი არ არის“

21/05/2020 11:09:12 საზოგადოება

პრემიერ-მინისტრის პრეს–სპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ამ ეტაპზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე საუბარი არ არის და გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგებთან ერთად იქნება მიღებული.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერ საუბარი არ არის. ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც შეზღუდვა. ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც ჩვენ შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში მოგვიწევს ცხოვრება. ეს არ არის მხოლოდ საქართველოში. ეს არის მთელს მსოფლიოში. გვაქვს ახალი რეალობა, რომელიც არის კონცენტრირებული და ორიენტირებული COVID 19-ის კონტროლზე და მექანიზმებზე. ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც შეზღუდვა, ეს არის ხელშეწყობა იმისა, რომ ქვეყანაში ხელახალი ეპიდაფეთქება არ გვქონდეს და რაც შეიძლება დაბალი იყოს დაავადებულთა რაოდენობა. შესაბამისად, ამის მენეჯმენტიც იყოს ადეკვატური. ეს არის ყველა ნაბიჯი, რომელიც ქმნის საშუალებას, რომ როგორც სწრაფად, ოპერატიულად და შედეგიანად შევძელით COVID 19-ის მართვა, ასევე სწრაფად და ეფექტურად შევძლოთ ჩვენი ეკონომიკის გახსნა და ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება. მაგრამ ეს ჩვეულებრივი რეჟიმი იქნება განსხვავებული რეჟიმი, რომლის გათვალისწინებაც ყველას მოუწევს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

20 მაისს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების დროსა და წესების შესახებ ახლო მომავალში გაკეთდება განცხადება.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებემ, ამ ეტაპზე მათ რეკომენდაციები არ მიუღიათ.

ცნობისთვის: საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 23 მაისს უქმდება, უქმდება „კომენტანტის საათიც“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S