ჩიქოვანი: „შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება“
21/05/2020 10:41:05 საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, პრეს–სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ ე.წ. კომენდანტის საათი გაუქმდება 23 მაისს. რაც შეეხება დანარჩენ შეზღუდვებს, მისი თქმით, ისინი ეტაპობრივად მოიხსნება.
„გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გაჟღერდა, უკავშირდება იმას, რომ 22 მაისის შემდგომ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არ იქნება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ეს გულისხმობს იმას, რომ შეზღუდვა იმოქმედებს 22 მაისის 00:00 საათამდე და შეზღუდვა მოიხსნება 23 მაისს. რაც შეეხება სხვა შეზღუდვების შემსუბუქებას, როგორც აქამდე ყოველ კონკრეტულ შეზღუდვაზე მსჯელობდა საკოორდინაციო საბჭო მთავრობის, ეპიდემიოლოგების და მედიკოსების მონაწილეობით და როგორც კი საშუალება მოგვეცემა, ეს შეზღუდვები იქნება ეტაპობრივად მოხსნილი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ირაკლი ჩიქოვანის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.


