Accentnews.ge
თურნავა არ აკონკრეტებს, როდის მოიხსნება ავტომობილით სამზე მეტი პირის გადაადგილების შეზღუდვა

თურნავა არ აკონკრეტებს, როდის მოიხსნება ავტომობილით სამზე მეტი პირის გადაადგილების შეზღუდვა

21/05/2020 08:52:23 საზოგადოება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა არ აკონკრეტებს, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ, კვლავ ძალაში რჩება თუ არა ავტომობილში 3-ზე მეტი პირის ჯდომის შეზღუდვა.

„გარკვეული შეზღუდვები ჯერჯერობით იარსებებს. ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ეტაპობრივ მიდგომას. რადგან ვაკვირდებით, თითოეული შეზღუდვის მოხსნა რა გავლენას ახდენს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. ყველა შეზღუდვის ერთბაშად მოხსნა გაგვირთულებს ამ ანალიზს. თქვენ ხედავთ, რომ ის პირვანდელი გეგმა, რაც ორ თვეზე მეტ პერიოდზე იყო გაწერილი ახლა არის დაჩქარებული. ესეც ხდება ეპიდემიის მართვის გაძლიერების ფონზე“, - აღნიშნა თურნავამ.

23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა უქმდება, უქმდება "კომენდანტის საათი", თუმცა მთავრობა საკანონმდებლო ცვლილებებით რიგი შეზღუდვების შენარჩუნების უფლებას იტოვებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S