საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19 რვა პირს დაუდასტურდა
21/05/2020 06:03:08 საზოგადოება
საქართველოში გასული დღე–ღამის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსი რვა პირს დაუდასტურდა. ამრიგად, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში 721–მდე გაიზარდა, მათგან 485 პირი გამოჯანმრთელდა (გასულ 24 საათში 10), ხოლო ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან დღემდე ჯამში 12 პაციენტი გარდაიცვალა. აღნიშნული მონაცემები მთავრობის მიერ შექნილ ოფიციალურ ვებ–გვერდზეა განთავსებული.
ახალი პაციენტებიდან ერთი ბოლნისიდანაა, ხოლო შვიდი საკარანტინო სივრციდან.
გარდა ამისა, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 3519 რჩება მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 351.


