Accentnews.ge
გამყრელიძე: „გადაწყვეტილება, როდის, რა წესების დაცვით ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მალე მიიღება“

გამყრელიძე: „გადაწყვეტილება, როდის, რა წესების დაცვით ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მალე მიიღება“

20/05/2020 15:38:20 საზოგადოება

დავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გადაწყვეტლება, თუ როდის და რა პრინციპებით ამოქმედდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მალე მიიღება. ასე უპასუხა გამყრელიძემ კითხვას, არსებული ეპიდვითარება იძლევა თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შესაძლებლობას.

„ამ ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს საკოორდინაციო საბჭო, რომელიც აჯერებს სხვადასხვა მოსაზრებებს, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციებს. ყველაზე ახლო, რაც შემიძლია, გითხრათ, ისაა, რომ 22 მაისს საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება. დღესაც ითქვა, რომ ძალიან ფრთხლად უნდა ვიყოთ მეზობლების მაგალითებზე დაყრდნობით, რომ რამოდენომე შემზღუდველი ღონისძიება სწრაფი ტემპით შევამსუბუქოთ.

საზოგადოებრივ ტრასპორტზე მოთხოვნა დიდია. მიმდინარეობს მსჯელობა. ეს შეიძლება, არ იყოს ხვალ და ზეგ, მაგრამ ამაზე, თუ როდის, რა პრინციპებისა და წესების დაცვით ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქვეყანაში, გადაწყვეტილება მალე მიიღება“,– განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა,"ახლა იგივე მასშტაბით რომ იყოს ავტობუსებით და მეტროთი გადაადგილება, დარწმუნებული იყავით, რომ მალე მივიღებთ მეორე ტალღას".

საკითხზე კომენტარი გააკეთა გამყრელიძის მოადგილე პაატა იმნაძემ და მაგალითად სომხეთში არსებული ვითარება მოიყვანა:

„სომხეთში ყველაფერი გაიხსნა და ბოლო სამ დღეში დაფიქსირდა იმდენი შემთხვევა, რაც მედია, ვიდრე საქართველოში მთლიანად. ამიტომ, ძალიან ფრთხილად ვუდგებით ამ საკითხს. ძალიან გვეშინია, რომ სიტუაცია, რომელიც აქამდე მოგვიყვანია, ხელითან არ გაგვექცეს და ამ ზაფხულს კორონას ახალი მატებით არ შევხვდეთ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S