Accentnews.ge
საქართველოს ორ მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს COVID-19–ზე შემთხვევითი პრინციპით შეამოწმებენ

საქართველოს ორ მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს COVID-19–ზე შემთხვევითი პრინციპით შეამოწმებენ

20/05/2020 15:16:57 საზოგადოება

საქართველოში COVID-19–ზე მოქალაქეების შემთხვევითი პრინციპით შემოწმება იგეგმება. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განმარტა, 22 მაისიდან მოქალაქეების სწრაფი ტესტებით შეამოწმებენ თელავსა და ბოლნისში.

ეს არ არის მოსახლეობის სრული გამოკვლევა,– განმარტა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ხაზაშვილმა.

„დავადგენთ, ამ ორ მუნიციპალიტეტში გავცელება როგორია. ვიცით, რომ თელავში არც ერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული, ხოლო ბოლნისში – მრავლადაა. ამ გზით შევეცდებით, რეალური ვითარება შევაფასოთ“,– დასძინა ზახაშვილმა.

კვლევის პროცესი ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S