რა სახის დოკუმენტებია საჭირო თურქეთში სამკურნალოდ წასასვლელად
20/05/2020 14:26:35 საზოგადოება
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო იმ მოქალაქეთა საყურადღებოდ, რომელთაც თურქეთში სამკურნალოდ წასვლა სურთ, განცხადებას ავრცელებს.
მისივე ცნობით, ანკარაში საქართველოს საელჩოს ამ დრომდე არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია უცხოელი პაციენტების თურქეთის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებული რეგულაციებისა და პირობების თაობაზე, შესაბამისად, ქართველი პაციენტების თურქეთში შესვლისთვის საჭირო ნებართვის მოპოვების საკითხი რეგულირდება უკვე არსებული პრაქტიკით - ანკარაში საქართველოს საელჩოს შუამდგომლობით თურქეთის შესაბამის უწყებებთან.
აღნიშნულისთვის კი, საელჩოს ინფორმაციით, საჭიროა:
თურქეთის შესაბამისი კლინიკის მოწვევის წერილი, რომელშიც მითითებული იქნება პაციენტისა და თანმხლები პირის პირადი ინფორმაცია;
კლინიკის მიერ რეანომობილის გამოყოფა, პაციენტისა და თანმხლები პირის სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან კლინიკამდე ტრასპორტირების მიზნით.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ, საელჩოს ცხელ ხაზზე დაუკავშირდნენ ☎️: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80.


