ზესტაფონში მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა
20/05/2020 12:30:04 საზოგადოება
ზესტაფონში მამაკაცს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. მამაკაცი ქვეყანაში სომხეთიდან შემოვიდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, 29 წლის მამაკაცთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებულია და უკვე თვითიზოლაციაში არიან.
„მონიტორინგი ხორციელდება ყველა მძღოლზე, რომელიც შემოდის ქვეყნის ტერიტორიაზე და ტოვებს მას. ყველა გვყავს აღრიცხვაზედავაკონტროლებთ მათი თვითიზოლაციის პირობებს. ეს პიროვნებაც იყო თვითიზოლაციაში, გახდა შეუძლოდ, რის შემდეგაც მიმართა სამედიცინო ცენტრს, სადაც დაუდასტურდა COVID-19". ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია. ყველა ადამიანი, ვისთანაც ქონდა კონტაქტი ზესტაფონში ჩამოსვლამდე, იდინტიფიცირებულია და იმყოფებიან თვითიზოლაციაში. კონტაქტების რაოდენობადიდი არ არის და არ არსებობს საშიშროება, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელება", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
ინფიცირებული მამაკაცი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
20 მაისისთვის საქართველოში კორონავირუსის 713 დადასტურებული შემთხვევა აღრიცხული. გამოჯანმრთელებულია 475 ადამიანი, 12 კი გარდაიცვალა.


