Accentnews.ge
პაციენტი, რომელსაც COVID-19 ხელმეორედ დაუდასტურდა, დეტალებზე საუბრობს

პაციენტი, რომელსაც COVID-19 ხელმეორედ დაუდასტურდა, დეტალებზე საუბრობს

20/05/2020 11:38:51 საზოგადოება

საქართველოი სულ მცირე, ორი შემთხვევა ფიქსირდება, როდესაც პირი ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, თუმცა მოგვიანებით ტესტმა COVID-19–ზე კვლავ დადებითი შედეგი აჩვენა.

ერთ–ერთი ასეთი მოქალაქე „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ყვება, რომ ვირუსი მას თავდაპირველად 14 აპრილს დაუდასტურდა, მკურნალობას 21 დღის განმავლობაში ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა, გამოჯანმრთელების შემდეგ ორ–კვირიან კარანტინში გადავიდა. როდესაც საკარანტინო ვადაც ამოიწურა და ზონის დატოვებისას საკონტროლო შემოწმება გაიარა, ტესტმა კვლავ დადებითი პასუხი აჩვენა.

მოქალაქე იხსენებს, რომ კარანტინში ყოფნისას ტემპერატურა 37,4 მხოლოდ ორჯერ დაუფიქსირდა და ისიც ერთკვირიანი შუალედით.

„იმედი მაქვს, რომ ტესტი უბრალო შეცდა და სხვა მეტი აქ არაფერი არ არის“,– აცხადებს მოქალაქე.

ცნობილია, რომ პისიარ–ტესტს 15%–იანი ცდილომლება აქვს. ინფექციონისტების ნაწილის განმარტებით კი, ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ორგანიზმში ვირუსი აღარაა, თუმცა კვლავ რჩება ნაწილაკები და ტესტიც აღნიშნულს უჩვენებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S