Accentnews.ge
მერია მზიურის პარკიდან ზოოპარკის მიმართულებით საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის გაკეთებას გეგმავს

მერია მზიურის პარკიდან ზოოპარკის მიმართულებით საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის გაკეთებას გეგმავს

20/05/2020 07:43:35 საზოგადოება

თბილისის მერია მზიურის პარკიდან ზოოპარკის მიმართულებით საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის გაკეთებას გეგმავს.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

"მადლობა მინდა გადავუხადო მუნიციპალური განვითარების ფონდს და მერიის ყველა სამსახურს, ვინც ჩართულია ამ პროცესში. ეს სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, ულამაზესი სივრცე გამოდის ქალაქში. სტიქიის შედეგად გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო ამ მონაკვეთზე. ძალიან მალე ქალაქს ექნება განახლებული მზიურის პარკი, რომელიც ულამაზესია და ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი სივრცე იქნება თბილისელებისთვის და არა მარტო მათთვის. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ასევე ვამუშავებთ მედიათეკის პროექტს. გარდა ამისა, ვმუშაობთ საინტერესო პროექტზე – გადასასვლელი ხიდი მზიურის პარკიდან ზოოპარკის მიმართულებით. საფეხმავლო ხიდის გაკეთებას ვაპირებთ, ამაზე დაწყებულია მუშაობა. მედიათეკა და საფეხმავლო ხიდი იქნება სამუშაოების მეორე ეტაპი, რომელსაც შევთავაზებთ მოსახლეობას“, – განაცხადა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S