ავტომობილების ტექინსპექტირება 23 მაისიდან კვლავ სავალდებულოა
20/05/2020 06:51:21 საზოგადოება
ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ჩატარება საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე – 23 მაისიდან შესაბამის ვადებში, ანუ მანქანის რეგისტრაციის თარიღამდე, კვლავ სავალდებულო ხდება,– ამის შესახებ „გრინვეი“ იუწყება.
მისივე ცნობით, მძღოლებს, რომელთაც ტექინსპექტირების გავლა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უწევდათ, მაგრამ საკუთარი ავტომობილისთვის ინსპექტირების ჩატარებას ვერ ახერხებდნენ, 2 თვის ვადა აქვთ, რომ მოემზადონ და ავტომობილს ტექინსპექტირება გაატარონ.
როგორც ცნობილია, ტექინსპექტირებისას ავტომობილები მოწმდება შემდეგი ელემენტების მიხედვით:
1. სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია
2. სამუხრუჭე აღჭურვილობა
3. საჭით მართვის სისტემა
4. ხილვადობა
5. ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა
6. ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება
7. შასი და მისი შემადგენლები
8. სხვა მოწყობილობები
9. უარყოფითი ზემოქმედება (მათ შორის, გამონაბოლქვი)
10. დამატებითი ინსპექტირება მგზავრთა გადამყვან M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის.


