საქართველოში 24 საათში COVID–19 კიდევ 11 პირს დაუდასტურდა
20/05/2020 06:30:10 საზოგადოება
საქართველოში გასული დღე–ღამის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსი 11 პირს დაუდასტურდა. ამრიგად, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში 713–მდე გაიზარდა, მათგან 475 პირი გამოჯანმრთელდა (გასულ 24 საათში 19), ხოლო 12 პაციენტი გარდაიცვალა. აღნიშნული მონაცემები ჟურნალისტებს თბილისის ინფექციურის სამედიცინო ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა.
მისი თქმით, ახალი პაციენტებიდან 9 ბოლნისიდანაა, ორი საკარანტინო სივრციდან და ინფიცირების წყარო თითოეულ შემთხვევაში ცნობილია.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 3519 რჩება მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 351.


