საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა
19/05/2020 17:19:31 საზოგადოება
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 707 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. ამავე ინფორმაციის თანახმად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უცვლელია და 456-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 3914 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 340 პირი.
საქართველოში კრონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


