Accentnews.ge
გამყრელიძე: „შეიძლება, ცოტა მკაცრი ღონისძიებები დაგვჭირდეს“

გამყრელიძე: „შეიძლება, ცოტა მკაცრი ღონისძიებები დაგვჭირდეს“

19/05/2020 08:21:36 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსი არ გაქრება 23 მაისს, კორონავირუსთან ჩვენ კარგა ხანს მოგვიწევს ყოფნა, სლოგანი „დარჩი სახლში“ თანდათან შეიცვლება „ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად“, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით დაგვჭირდება.

მისივე თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, სესაძლოა, დღიურმა შემთხვევებამ მოიმატოს.

„ამ შემსუბუქების პერიოდში შეიძლება, იყოს ცოტა მეტი შემთხვევებიც, როცა შეიძლება, დაგჭირდეს ცოტა მკაცრი ღონისძიებები: იგივე ერთი სოფლის დროებით ჩაკეტვა, ორი, სამი ხუთი დღით ერთი არიალის ან იმ არიალში გადაადგილების შეზღუდვა. ამისთვის არ უნდა იყოს აუცილებელი ყოველ წუთში ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ოპერატიულად მიიღოს მოკლე ხნიანი შემზღუდავი ღონისძიებები, რომელიც სწრაფად მოახდენს ლოკალიზებას ინფექციისა და არ მისცემს მას გავრცელების საშუალებას მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. დაავადებათა კონტროლის ცენტრი კანონმდებლობაში ამ ტიპის ცვლილებებს მხარს უჭერს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის: ქართული კანონმდებლობის დონეზე ტერმინების – „იზოლაცია“ და „საკარანტინო ღონისძიებები“ განსაზღვრა მოხდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S