Accentnews.ge
ეზუგბაია – მოსახლეობას: "აკრძალვების მოხსნის მიუხედავად, მაინც შეზღუდულად ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ, ნუ გავთამამდებით

ეზუგბაია – მოსახლეობას: "აკრძალვების მოხსნის მიუხედავად, მაინც შეზღუდულად ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ, ნუ გავთამამდებით

19/05/2020 07:00:19 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია მოსახლეობას მოუწოდებს, შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, თვითშეზღუდვები დაიტოვონ და მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში გავიდნენ გარეთ.

„თუ მონაცემები ასეთი სტაბილური დაგვრჩება, ალბათ, ვირუსის პირველი შემოტევა გადავლახეთ, მაგრამ ამითი ნუ გავთამამდებით. მინდა მოსახლეობას მივმართო, მიუხედავად აკრძალვების მოხსნისა, მაინც შეზღუდულად ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ. დავიწესოთ თვითშეზღუდვები. დარჩი სახლში უნდა დარჩეს, ოღონდ აუცილებელ შემთხვევაში დავტოვოთ სახლი.

რამდენიმე დღეა შეინიშნება ხალხმრავალი ადგილები, ვთხოვდი მოსახლეობას აუცილებელი საქმის გარეშე ნუ გავალთ გარეთ. აუცილებელია, თვითშეზღუდვების გაგრძელება. ქვეყანას, ეკონომიკას სჭირდება განვითარება და ამისთვის შეზღუდვები უნდა მოხსნილიყო, მაგრამ თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეხედოს ამ სიტუაციას გაგებით და ეცადოს ნაკლებად მიიღოს მონაწილეობა თავყრილობებში“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, კლინიკაში ამჟამად 30 კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"კვლავ ორი მძიმე პაციენტი გყვავს, მძიმე პნევმონიით. მათი მდგომარეობა არ გაუარესებულა, უმნიშვნელო გაუმჯობესება შეინიშნება", – განაცხადა ეზუგბაიამ.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 702-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 456 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S