Accentnews.ge
"ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ ეტაპზე 42 კოვიდ–ინფიცირებულია, მათგან ოთხის მდგომარეობა საყურადღებოა"

"ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ ეტაპზე 42 კოვიდ–ინფიცირებულია, მათგან ოთხის მდგომარეობა საყურადღებოა"

19/05/2020 06:50:58 საზოგადოება

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ დროისთვის 53 პაციენტი მკურნალობს. როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აქედან კოვიდ–ინფიცირებულია 42 პირი.

„42 ინფიცირებულიდან 10 ბავშვია. ოთხი პაციენტი რჩება საყურადღებო. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. რეანიმაციაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მათ მდგომარეობას გართულების რისკები ნაკლებად ემუქრება, თუმცა მათ ჯერ მაინც სჭირდებათ რეანიმაციაში მკურნალობა. ეს პაციენტები არ არიან აპარატდამოკიდებულები“, – განაცხადა მაკა სოლღაშვილმა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 702-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 456 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S