Accentnews.ge
ესპანეთში, 16 მარტის შემდეგ, კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ესპანეთში, 16 მარტის შემდეგ, კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

19/05/2020 04:35:53 საზოგადოება

ესპანეთში კორონავირუსისგან ბოლო დღე-ღამეში 59 ადამიანი დაიღუპა, რაც ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია 16 მარტის შემდეგ. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.

კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რიცხვი ესპანეთში 27 709-ს აღწევს.

ქვეყნის ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციების ცენტრის დირექტორის, ფერნანდო სიმონის განცხადებით, ესპენთში სიკვდილიანობის მაჩვენებელი პანდემიის პიკში-მარტის ბოლოს 11%–ს შეადგენდა, ხოლო, მაისის დასაწყისში 2 %–მდე შემცირდა.

მისივე თქმით, მთავრობამ შეიმუშავა Covid-19 შემთხვევების გამოვლენის უფრო სწრაფი მეთოდი, რომელიც ინფექციის უფრო სწრაფ გამოვლენას და მკურნალობას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S