Accentnews.ge
მშენებლობაზე დაშავებულ მუშას კიდურის ამპუტაცია დასჭირდა

მშენებლობაზე დაშავებულ მუშას კიდურის ამპუტაცია დასჭირდა

18/05/2020 16:48:13 საზოგადოება

უბისა-შორაპანის მონაკვეთზე, ჩქაროსნული გზის მშენებლობისას დაშავებულ მუშას ქვედა კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა.

დაშავებული მამაკაცი ზესტაფონში, კლინიკა „ფერომედშია“ მოთავსებული. პაციენტს ერთ ფეხზე, კიდურს ქვემოთ ჩაუტარდა ამპუტაცია. მედიკოსები იმედოვნებენ, რომ მეორე ფეხის შენარჩუნება სრულად მოხერდება.

59 წლის მამაკაცი, რომელიც ბულდოზერის ოპერატორია, ტექნიკის ექსპლუატაციის დროს დაშავდა. იყო თუ არა ადგილზე დარღვეული უსაფრთხოების ზომები, გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S