იმნაძე: „შემოდგომის ბოლოდან COVID-19–ის ძლიერ ტალღას ველით“
18/05/2020 07:35:46 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ევროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, იფექციონისტები ნოემბრის ბოლოდან ახალი ტიპის კორონავირუსის ძლიერ ტალღას ელიან. ამის შესახებ მან „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ხალხს ჰგონია, რომ კორონა დამთავრდა, მაგრამ ის არსად წასულა, კვლავ ჩვენთან არის, ერთი წელი მაინც. შემოდგომის ბოლოდან მეორე ძლიერ ტალღას ველით, ამის ალბათობა დიდია. ზამთარში კი ეს ვირუსი ძალიან გააქტიურდება. სოციალური დისტანცირება, დიდი თავყრილობებისთვის თავის არიდება, ხელების ჰიგიენა და ნიღაბი - აი, ასეთია კორონასთან ერთად ცხოვრების წესი. თუ წესებს დავიცავთ, ზაფხულში ვირუსი ნაკლებად აქტიური იქნება“, - განმარტა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, არა მარტო მესამე, არამედ, შესაძლოა, მეოთხე ტალღაც იყოს, თუმცა იმნაძე იმედოვნებს, რომ მანამდე ვაქცინა შეიქმნება, ან - ეფექტიანი ანტივირუსული პრეპარატი.


