ახალი პაციენტებიდან სამი ბოლნისიდანაა, სამი – ზუგდიდიდან
18/05/2020 06:38:33 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი ექვსივე პაციენტის COVID-19–ით ინფიცირების წყარო ცნობილია.
კერძოდ, ეზუგბაიას ცნობით, სამი პაციენტი ბოლნისიდანაა, ხოლო სამი – ზუგდიდიდან, ინფიცირებული პაციენტის კონტაქტები.
ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 701–მდე გაიზარდა, მათგან 432 პირი განიკურნა.
ეზუგბაიას თანახმად, ამჟამად კოვიდ–ცენტრებში 257 პაციენტი რჩება.


