სოლოღაშვილი: „ახალი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გარდა ერთისა“
18/05/2020 06:31:27 საზოგადოება
ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის ცნობით, ახალი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გარდა ერთისა, რომელიც შემოსვლისთანავე რეანიმაციულ დეპარტამენტში გადავიდა.
„ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოქსირებულ სექტორში 51 პაციენტი მკურნალობს. აქედან, 43-ს აქვს კორონავირუსი დადასტურებული. აქედან, 10-ია 18 წლამდე მოზარდი. 2 პაციენტი მკურნალობს რეანიმაციაში და მათი მდგომარეობა ფასდება მძიმეთ. დანარჩენი პაცეინტებიდან 6-ია ახალი. ესენია ბოლნისის კლასტერი და კარანტინის სივრცე.
ახალი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გარდა ერთისა, რომელიც შემოსვლისთანავე რეანიმაციულ დეპარტამენტში გადავიდა. 4 პაციენტი გამოჯანმრთელებას ელოდება, აქედან 1 ბავშვია. მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსით 701 პირი დაინფიცირდა, აქენდა 12 გარდაიცვალა და 432 განიკურნა.
ქვეყანაში კორონავირუსის ინიფექცია პირველად 26 თებერვალს დადასტურდა.


