საქართველოში COVID–19–ის დადასტურებულმა შემთხვევებმა 700–ს გადააჭარბა
18/05/2020 06:16:37 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების ექვსი შემთხვევა გამოვლინდა. ამრიგად, ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 701–მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელდა შვიდი ადამიანი (ჯამში 432), ხოლო გარდაიცვალა 12 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში რჩება 3890 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ – 357.


