Accentnews.ge
ჩეხერია: „რესტორნების გახსნას 7 ივნისიდან ვგეგმავთ“

ჩეხერია: „რესტორნების გახსნას 7 ივნისიდან ვგეგმავთ“

18/05/2020 05:56:34 საზოგადოება

7 ივნისიდან ვგეგმავთ რესტორნების გახსნას,– ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში „აჭარა–ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ განაცხადა.

„დავიწყებთ ღია სივრცეებით. ჩვენი რესტორნების, კაფეების, ბარების კარები 7 ივნისიდან გაიღება, თუმცა რეგიონული სასტუმრების გახსნას 15 ივნისიდან ვაპირებთ. ეს იქნება ყაზბეგი და ბაკურიანი. ქართველ მომხმარებელზე დიდი გათვლა გვაქვს, რადგან საკარანტინე პერიოდის შემდეგ ყველას სურს, გავიდეს ქალაქიდან და დაისვენოს სუფთა ჰაერზე. რაც შეეხება თბილისის სასტუმროებს, ვფიქრობთ, რომ ჯერ–ჯერობით არ გავხსნით. სანამ არ დაიწყება აქტიური მომისვლა, არ გაიხსნება საზღვრები, არ დაიწყება ფრენები, თავს შევიკავებთ გახსნით, თუმცა ივნისის ბოლოსთვის ვგეგმავთ, რომ თბილისში ერთი სასტუმრო მაინც გავხსნათ და დავიწყოთ ფუნქციონირება“,– განაცხადა ჩეხერიამ.

მისი თქმით, მომხმარებელი მზად უნდა იყოს უჩვეულო, იმისგან განსხვავებული სურათისთვის, ვიდრე აქამდე იყო ჩვეული:

„ნიღბიანი მიმტანები დახვდებათ და დახვდებათ რიგი შეზღუდვები საპირფარეშოს გამოყენებისა და ბართან მიახლოებისას. ბარის წინ არც ერთი სკამი არ იქნება, მაგიდები 2–მეტრიანი დაშორებით იდგება ერთმანეთისგან. საკმაოდ მკაცრი პირობებით იქნება სამზარეულოები დაცულები. დაგვხვდება არაბუნებრივი სურათი, ვიდრე აქამდე ვიყავით მიჩვეულნი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S