Accentnews.ge
4 შეზღუდვა, რომელიც დღეიდან მოიხსნა

4 შეზღუდვა, რომელიც დღეიდან მოიხსნა

18/05/2020 05:13:57 საზოგადოება

დღეიდან, 18 მაისიდან 3 ადამიანის შეკრებასთან დაკავშირებული შეზღუდვა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში მოიხსნა. თუმცა ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ. ასევე ძალაშია შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების თაობაზე. კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს. ამასთან, ქვეყანაში კვლავ მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი.

გარდა ამისა, მარნეულში საკარანტინო ზონა გაუქმდა. შესაბამისად, ამ რეგიონის მოსახლეობასაც შეეძლება, პრობლემების გარეშე ისარგებლონ გადაადგილების შესაძლებლობით, რომლითაც ქვეყნის სხვა მოქალაქეები სარგებლობენ.

18 მაისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ეტაპობრივად აღდგება გარკვეული სერვისების მიწოდება.

პირველ ეტაპზე აღდგება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები. შესაბამისად, იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით. ასევე, აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი.

18 მაისიდან იხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები. ყველა სალონს შეუძლია, წინასწარი ნებართვების გარეშე განაახლოს მუშაობა, გარდა ისეთი სალონებისა, რომლებიც მოლებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებშია განთავსებული.

სალონებს 5 ძირითადი მოთხოვნის დაცვა მოუწევთ: მომსახურება უნდა განხორციელდეს წინასწარი ჩაწერით; ყოველ 5 კვადრატულ მეტრზე დაშვებულია ერთი ადამიანის მიღება; იქ, სადაც ვერ ხერხდება 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, უნდა მოეწყოს დროებითი, დამცავი ბარიერები, რომელიც სადეზინფექციო ხსნარით რეგულარულად უნდა დამუშავდეს; შესასვლელში აუცილებელია დეზობარი და უზრუნველოფილი უნდა იყოს მომხმარებელ ხელის ჰიგიენა; სალაროსთან უნდა იყოს დროებითი დამცავი ბარიერიც; სავალდებულოა პირბადის ტარებაც; მოთხოვნილია ყველა ინსტრუმენტის დეზინფექცია, რომელიც აქამდეც რეგულირდებოდა მოქმედი კანონმდებლობით; ხშირად შეხებადი ზედაპირების დეზინფექცია ყოველ ორ საათში ერთხელ უნდა განხორციელდეს, ხოლო ობიექტის სრული დეზინფექცია ყოველი დღის დასრულების შემდეგ.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 695-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 425 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S