პოლიციამ კაფე “გალერის” ფანჯრიდან ლგბტ დროშა ჩამოახსნევინა
17/05/2020 18:24:21 საზოგადოება
პოლიციელებმა კაფე “გალერის” წარმომადგენლებს 17 მაისთან დაკავშირებით ფანჯრიდან გადმოფენილი ლგბტ მოძრაობის სიმბოლო – ცისარტყელისფერებიანი დროშა ჩამოახსნევინეს.
როგორც ტვ “პირველი” იუწყება, კაფეში ათამდე პოლიციელი იყო მისული.
პოლიციელების განმარტებით, მათ საფრთხის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია.
“დაპირისპირებული მხარე რომ არ მოვიდეს და ექსცესები თავიდან ავიცილოთ”, – განუცხადეს ჟურნალისტს პოლიციელებმა.
ლგბტ აქტივისტებმა ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღე დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად დღეს თბილისშიც აღნიშნეს. მათი პროტესტი, ძირითადად, სიმბოლური იყო – ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში დროშები გამოფინეს.


