ზუგდიდში Covid-19-ის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა
17/05/2020 18:25:20 საზოგადოება
ზუგდიდში Covid-19-ის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. ბოლო 24 საათში დაავადაება კიდევ ორ პაციენტს დაუდასტურდა. ინფიცირებულია ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. ისინი ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში გუშინ გადაიყვანეს.
ორივე მათანი 42 წლის ინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის (რომელიც ტრაილერის მძღოლია) ახლო ნათესავები არიან.
გუშინ Covid-19 ზუგდიდელი მამაკაცის ოჯახის სამ წევრს – დედას და ორ მცირეწლოვან შვილს დაუდასტურდა. ინფიცირებული მამაკაცი რუხის საავადმყოფოდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. დანარჩენები მკურნალობას რუხის საავადმყოფოში აგრძელებენ. სულ ამ დროისთვის ანაკლიის საკარანტინო სივრცეში მძღოლის ე.წ. კლასტერის 27 წევრია, მათ შორის 15 არასრუწლოვანია.
რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ ორ ახალ პაციენტს, მათ საკარანტინო სივრციდან რუხის საავადმყოფოში ამაღამ გადაიყვანენ.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 695-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 425 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.


