თერჯოლის ცხელების ცენტრში კორონავირუსის ეჭვით გადაყვანილი პირი დააკავეს
17/05/2020 09:18:51 საზოგადოება
ერთ-ერთი საკარანტინო სივრციდან თერჯოლის ცხელების ცენტრში ახალი კორონავირუსის ეჭვით გადაყვანილ პირს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 37 აბი „სუბუტექსი“ აღმოაჩნდა.
კლინიკის დირექტორ ლადო კეპულაძის განცხადებით, პაციენტს Covid-19 არ დაუდასტურდა. ლაბორატორიიდან მიღებული უარყოფითი პასუხის შემდეგ, ის ბოქსირებული პალატიდან მედიკოსებმა ინტენსიურ პალატაში გადაიყვანეს, სადაც კლინიკის უსაფრთხოების სამსახურმა მას დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინა. ამის შემდეგ კი შეტყობინება მიეცა შესაბამის სტრუქტურას.
სამედიცინო დაწესებულებაში შსს-ს თანამშრომლების მიერ შესაბამისი შემოწმების შემდეგ პირი დააკავეს. შსს-ს პრეს–სამსახურის ინფორმაციით, მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვას გულისხმობს.


