"თბილისი პრაიდი" ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ონლაინ-კონფერენციით აღნიშნავს
17/05/2020 08:22:00 საზოგადოება
"თბილისი პრაიდი" ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ონლაინ-კონფერენციით აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას "თბილისი პრაიდი" სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"იმ პირობებში, როდესაც პირისპირ ვერ ვხვდებით ერთმანეთს, როდესაც საპროტესტო აქციების გამართვა აკრძალულია, ჩვენ გიწვევთ ონლაინ დემონსტრაციაზე 17 მაისს, 18:00 საათზე" , - ნათქვამია ინფორმციაში.
მათივე ინფომაციით, ონლაინ-კონფერენციაზე რამდენიმე სპიკერი გამოვა.
"გაგაცნობთ ჩვენი დემონსტრაციის "ერთად გადავრჩებით! - 17 მაისი ონლაინ" სპიკერების ნაწილს: ლუიზა ვინტონი - საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი. მოხსენება: "საერთაშორისო ორგანიზაციების როლი საქართველოში ლგბტქი უფლებათა დაცვის კუთხით"; ელენე ხოშტარია - საქართველოს პარლამენტის წევრი, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, მოხსენება: "პოლიტიკოსებისა და პარლამენტის როლი ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლაში"; დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველოს პარლამენტის უპარტიო წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. მოხსენება: "საკანონმდებლო ორგანოს როლი ლგბტქი ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებაში".
შემოგვიერთდით დღეს, 17 მაისს, 18:00 საათიდან! , - ნათქვამია ინფორამციაში.


