Accentnews.ge
ზუგდიდში ტრაილერის მძღოლის ე.წ. კლასტერის 21 კონტაქტი კარანტინში გადაიყვანეს, მათ შორის 15 არასრულწლოვანია

ზუგდიდში ტრაილერის მძღოლის ე.წ. კლასტერის 21 კონტაქტი კარანტინში გადაიყვანეს, მათ შორის 15 არასრულწლოვანია

17/05/2020 07:26:37 საზოგადოება

ზუგდიდში ტრაილერის მძღოლის ე.წ. კლასტერის 21 კონტაქტი კარანტინში გადაიყვანეს, მათ შორის 15 არასრულწლოვანია. მათი გადაყვანა საკარანტინო ზონაში მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ინფიცირებული მამაკაცის დედას და ორ შვილს Covid -19 დაუდგინდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, ღრმა ეპიდკვლევა მიმდინარეობს მათ შორის იმ ქალაქებში, სადაც 4-დან 7 მაისის ჩათვლით მამაკაცმა შიდა გადაზიდვები განახორციელა. ინფიცირებული მძღოლი ზუგდიდში, ფოთში, თბილისში, მარნეულში, მესტიასა და რუსთავში იმყოფებოდა. სამივე დადასტურებული შემთხვევა მკურნალობას რუხის კლინიკაში განაგრძობს, ინფიცირებული მძღოლი კი თბილისში გადაიყვანეს.

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ტრაილერის მძღოლია კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 695-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 425 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S