Accentnews.ge
18 ახალი შემთხვევიდან 8 ბოლნისიდანაა, 8 არსებული პაციენტის კონტაქტია, 2-ს კი ვირუსი საკარანტინო სივრცეში გამოუვლინდა

18 ახალი შემთხვევიდან 8 ბოლნისიდანაა, 8 არსებული პაციენტის კონტაქტია, 2-ს კი ვირუსი საკარანტინო სივრცეში გამოუვლინდა

17/05/2020 06:35:31 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში დაფიქსირებული ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 18 ახალი შემთხვევიდან 8 ბოლნისიდანაა, 8 არსებული პაციენტის კონტაქტია, 2-ს კი ვირუსი საკარანტინო სივრცეში გამოუვლინდა.

„დღეს დილისთვის დაგვემატა 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გვყავს 695 დადასტურებული პაციენტი. გამოჯანმრთელებული დაგვემატა 6 და არის 425. დღეს 258 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში. 18 ახალი შემთხვევიდან 8 ბოლნისის რაიონიდანაა. ძირითადად ესაა სოფლები - გეტა და მუშევანი. 8 არის დაავადებულებთან კონტაქტები. მხოლოდ 2 არის ახალი დადასტურებული, რომელიც საკარანტინო სივრციდანაა. ბოლნისის 8 შემთხვევიდან 4 ჩვენთანაა მოთავსებული. დანარჩენი 4 სხვა ცენტრებშია. კიდევ ჩვენთან არის დადასტურებული ოჯახის წევრის 4 კონტაქტი“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 695-ს შეადგენს. დაავდებისგან გამოჯანმრთელებულია 425 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S