ზუგდიდში კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა დადასტურდა
16/05/2020 18:29:39 საზოგადოება
ზუგდიდში ახალი კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა დადასტურდა. ირკვევა, რომ ტესტზე დადებითი პასუხი მიიღებს კოვიდინფიცირებული ზუგდიდელი კაცის დედაისა და ორი შვილის შემთხვევაში.
თავად 42 წლის ზუგდიდელი მამაკაცი 14 მაისს თვითდინებით შევიდა რუხის საავადმყოფოში. მას ცხელება ჰქონდა. 15 მაისს მას კორონავირუსი დაუდასტურდა. პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას ორმხრივი პნევმონია აქვს.
ინფიცირებული მამაკაცი 17 აპრილს სომხეთიდან ჩამოვიდა და როგორც აცხადებს, თვითიზოლაციაში იყო. 6 და 7 მაისს კი, ფოთსა და თბილისში იმყოფებოდა. მისი ოჯახის ექვსი წევრი კარანტინში იყო გადაყვანილი. მათგან როგორც აღინიშნა, სამს დაუდასტურდა კორონავირუსი. მიმდინარეობს ინფიცირებული მამაკაცის სხვა კონტაქტების მოძიება.
ცნობისთვის: დღის განმავლობაში ექვსი შემთხვევა დადასტურდა ბოლნისის მუნიციპალიტეტში.


