საქართველოში COVID-19-ის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
16/05/2020 16:16:37 საზოგადოება
საქართველოში COVID-19-ის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 3822 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 360 პირი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 683 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელებულია 393 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


