სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ
16/05/2020 15:51:17 საზოგადოება
სინოპტიკოსები 17 მაისს საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17–18 მაისს აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი 17-22 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა +23, +26 გრადუსამდე დაიკლებს.


