საქართველოში COVID-19 კიდევ ერთი პირს დაუდასტურდა
16/05/2020 13:00:24 საზოგადოება
ბოლნისში ახალი ტიპის კორონავირუსი კიდევ ექვს პირს დაუდგინდა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ოთხი სოფელი გეტადან, ხოლო ორი – მუშევანიდანაა.
ამ ორივე დასახლებაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.
სოფელ გეტას კლასტერთან ამ დროისთვის 17 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ხოლო მუშევანში – 40. ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფიცირების უკვე 145 ფაქტი გამოვლინდა, მათგან სამი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 51 პირი გამოჯანმრთელდა.
ერთი შემთხვევა დღეს დადასტურდა ზუგდიდშიც. როგორც განიმარტა, ინფიცირებულია მამაკაცი, რომელიც ქვეყანაში სომხეთიდან შემოვიდა.


