ზუგდიდში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა
16/05/2020 09:45:03 საზოგადოება
ზუგდიდში COVID-19–ის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას თქმით, ინფიცირებულია მამაკაცი, რომელიც 17 აპრილს სომხეთიდან გადმოვიდა. ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
„თვითიზოლაციაში ყოფნის დროს ვახორციელებდით ზედამხედველობას და ის კარგად იცავდა თვითიზოლაციის წესებს. დაავადება დაეწყო 9 მაისს, მაღალი ტემპერატურით, ის თვითმკურნალობას მიმართავდა ოჯახში, როცა ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მიმართა რუხის კლინიკას 14 მაისს. გუშინ ჩაუტარდა ტესტირება და დაუდასტურდა კორონავირუსი“, – აცხადებს ნანა ოდიშარია.
მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.


