უმუშევრად დარჩენილი თვითდასაქმებულების რეგისტრაციის საიტი შეფერხებებით მუშაობს
15/05/2020 10:02:46 საზოგადოება
უმუშევრად დარჩენილი თვითდასაქმებულების რეგისტრაციის საიტი შეფერხებებით მუშაობს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულის მიზეზი საიტის გადაიტვირთვაა. უწყების განცხადებით, ტექნიკური სამსახური პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობს.
ახალი კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულთათვის კონპენსაციის მიმღებთა რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და 1 ივლისამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის გასავლელად მოქალაქეები უნდა ეწვიონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ–გვერდს და სარეგისტრაციო პორტალის დახმარებით, შეიყვანონ თავიანთი მონაცემები.
იხილეთ ასევე: როგორც მიიღებენ ერთჯერად დახმარებას თვითდასაქმებულები


