"უნივერსიტეტებმა მეორე სემესტრში სტუდენტებს საფასური ან გადაუვადეს ან გრაფიკი შესთავაზეს"
15/05/2020 11:17:54 საზოგადოება
საქართველოს განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უნივერსიტეტებმა მეორე სემესტრში სტუდენტებს საფასური ან გადაუვადეს ან გრაფიკი შესთავაზეს.
მისივე თქმით, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის გადავადების რეკომენდაციით სამინისტრომ სასწავლებლებს რამდემინე კვირის წინ მიმართა.
“რექტორთა საბჭოზე ყველა რექტორს მიეცა რეკომენდაცია რომ მაქსიმალურად გაეთვალისწინებინათ სტუდენტების ფინანსური მდგომარეობა. შესაბამისად, ყველა უნივერსიტეტმა სწავლის გადასახადი ან გადაუვადა სტუდენტებს ან გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი შესთავაზა ამ სემესტრისთვის", -განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება სამინისტროს, როგორც ჩხენკელი ამბობს 2020 წლის გაზაფხულის სასწავლო სესმესტრში სახელმწიფომ სრულად გასცა სტუდენტების მიერ მოპოვებული გრანტები, ასევე სტიპენდიები და ა.შ.


