Accentnews.ge
გახანგრძლივდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის შემდეგ – პრემიერის კომენტარი

გახანგრძლივდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის შემდეგ – პრემიერის კომენტარი

15/05/2020 10:49:06 საზოგადოება

საქაღთველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა პრეზიდენტს 22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მოთხოვნით აღარ მიმართავს.

“საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, 22 მაისის შემდგომ პრეზიდენტს და შესაბამისად, პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომაროების გახანგრძლივების გაგრძელების მიზნით”, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები, რომელიც დაწესებულია, სრულად და ერთბაშად იქნება მოხსნილი:

"ეს შეზღუდვების ნაწილი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგების აზრით, რათა ჩვენ შევინარჩუნოთ რისკების კონტროლის ის მაღალი დონე, რომელიც დღეს გვაქვს, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს, ამისთვის ჩვენ მივმართავთ პარლამენტს, რომ მასთან ერთად დავიწყოთ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვმართოთ ეპიდემია, ვმართოთ ეპიდემიური რისკები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე და გვქონდეს შესაძლებლობა, ის შეზღუდვები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებით იქნება აუცილებელი, დავაწესოთ და აღვასრულოთ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S