Accentnews.ge
მოსწავლეთა შესაფასებლად განათლების სამინისტრომ ახალი მოდელი შეიმუშავა

მოსწავლეთა შესაფასებლად განათლების სამინისტრომ ახალი მოდელი შეიმუშავა

15/05/2020 10:45:55 საზოგადოება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მოსწავლეთა შესაფასებლად განათლების სამინისტრომ ახალი მოდელი შეიმუშავა.

მისვიე თქმით, ახალი მოდელით მოსწავლეთა შეფასება და წლიური ქულის განსაზღვრა გულისხმობს თითოეული მოსწავლისთვის ინდივიდუალურ მიდგომას, ამავე დროს აკადემიური სტანდარტის შენარჩუნებასა და დაცვას.

2019-2020 სასწავლო წელს, მოსწავლეთა შესაფასებლად, განისაზღვრა შეფასების ორი სავალდებულო ფორმა – განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.

მინისტრის თქმით, განმავითარებელი შეფასებისას, მასწავლებელი სასწავლო წლის განმავლობაში აღწერს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას, რაც ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და მომდევნო სასწავლო წელს ეფექტიანი საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის შესაძლებლობას.

განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლების ხარისხს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში და მოსწავლის ცოდნის დონეს აფასებს შესაბამისი ქულებით.

მოსწავლის შესაფასებლად, სამინისტრომ შეიმუშავა შეფასების ალტერნატიული გზებიც. კერძოდ, მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ I სემესტრში მიღებული ქულა; მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ I სემესტრში მიღებული ქულის მეორე სემესტრის ექვსი კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე მიღებული შემაჯამებელი ქულის საშუალო არითმეტიკული; იქიდან გამომდინარე, რომ მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის განმსაზღვრელი შეფასება იწყება II სემესტრიდან, 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის ექვსი კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე გამოითვლება მეხუთეკლასელების წლიური ქულა. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრის შეფასება არა აქვს, მოსწავლის წლიური ქულა განისაზღვრება 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის ექვსი კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე.

მინისტრის განცხადებით, მეხუთე კლასელების შეფასება მეორე სემესტრში გავლილი 6 კვირის პროგრამის და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასებით მოხდება.

მისივე თქმით, მე-12 კლასის იმ მოსწავლეებს, რომელსაც მიღებული წლიური ქულა არ აკმაყოფილებთ, ქულის ამაღლების საშუალება ექნებათ:

"მე-12 კლასის იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც არ აკმაყოფილებთ განსაზღვრული წლიური ქულა, ჩვენ გვაქვს ჩაშენებული ამ სისტემაში ქულის ამაღლების საშუალება. 2020 წლის 21 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით, ისინი ან მათი კანონიერი წარმომადგენელი აფიქსირებს სურვილს, რომ მათ სურთ, აიმაღლონ ნიშანი, ამ შემთხვევაში თითოეული სკოლის ადმინიტრაცია 2020 წლის 19 ივნისამდე მოსწავლეს აძლევს შემაჯამებელ, კომპლექსურ დავალებას, რომლის საფუძველზეც მოხდება შეფასება. ამასთან, ნებისმიერ მოსწავლეს, გარდა მე-12 და მე-9 კლასელებისა, ვისაც ექნება წლიური ქულის ამაღლების სურვილი, მიმდინარე წლის 16-30 ივნისის ჩათვლით უნდა მიმართოს სკოლას".

მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო დისტანციურ სწავლებას განიხილავს, როგორც სწავლების შეუფერხებლად გაგრძელების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, სამინისტროს მიერ შემუშავებული შეფასების ახალი მოდელი, პანდემიის პირობებში არსებულ რეალობასთან სრულ შესაბამისობაშია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S