ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება
15/05/2020 10:16:04 საზოგადოება
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება, გამოცდების ზუსტი თარიღი კი ივნისში გამოცხადდება.
“მინდა გითხართ, რომ ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება და გამოცდების თარიღი როგორც ყოველთვის ივნისში გამოცხადდება", - განაცხადა გახარიამ.
როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთ სივრცეში არაუმეტეს 10 აბიტურიენტი იქნება.
"ერთადერთი რაც შეიძლება შეიცვალოს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, ეს არის თარიღების ცვლილება და აგვისტოში გადატანა. ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამას მოითხოვს ეპიდსიტუაცია და იქნება მკაფიო რეკომენდაცია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან", – განაცხადა მინისტრმა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.


