Accentnews.ge
როდის დაასრულებენ მოსწავლეები სასწავლო წელს

როდის დაასრულებენ მოსწავლეები სასწავლო წელს

15/05/2020 10:20:51 საზოგადოება

საქართველოში 2019-2020 სასწავლო წელები აკადემიური წლად არ გამოცხადდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ–რეჟიმში, ნორმალურად ჩატარდა.

„მეთორმეტე კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს და პირველ კლასელები 27 მაისს. დანარჩენი მოსწავლეები 15 ივნისს. ამასთან ერთად, მინდა გითხრათ, რომ ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და მათ თარიღი გამოცხადება, როგორც ყოველთვის, ივნისის თვეში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, „ტელესკოლამ“ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, "მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ „ტელესკოლა“ არის ფორმატი, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ენებზეც მაუწყებლობს":

“განათლების სისტემამ შეძლო ძალიან სწრაფად მობილიზება და დისტანციური, ონლაინგაკვეთილების დანერგვა და ამან თავისი შედეგი გამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გვყავს ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ მარტივი წვდომა ინტერნეტთან, განათლების სამინისტრომ ეს პრობლემაც მოაგვარა და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად შექმნა ისეთი ფორმატი, რომელიც არის ტელესკოლა. ძალზედ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ტელესკოლა, ეს არის ფორმატი, რომელიც ეთნიკური უმცირესობებიც ენებზეც მაუწყებლობს და აძლევს საშუალებას საქართველოში თითოეულ მოსწავლეს, არ ჩაუვარდეს სასწავლო წელი".

aხალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს სკოლებში 4 მარტიდან სასწავლო პროცესი შეწყდა და განათლების სისტემა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S