Accentnews.ge
სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტი მომხმარებლებს აფრთხილებს

სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტი მომხმარებლებს აფრთხილებს

15/05/2020 08:18:08 საზოგადოება

სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტი მომხმარებლებს მიმართავს, წინასწარ ჩაეწერონ, რადგან სალონებში რიგები უკვე გავსებულია.

"მომხმარებელთან ერთი თხოვნა მაქვს - ძალიან გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ, რადგან თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ მიხვიდეთ სალონში და ვერ მიგიღოთ. სალონებს აღარ აქვთ იმის ფუფუნება, რომ მოცდის რეჟიმში იქვე დაგსვან. ზოგად რეგულაციებთან დაკავშირებით, რომელშიც მოექცა სილამაზის სალონები, ბიზნესს ჰქონდა გარკვეული შენიშვნები და რეკომენდაციები, ამის საფუძველზე შეიკრიბა ფედერაციის სამუშაო ჯგუფი, რომელმაც იმსჯელა ამ საკითხზე. აქტიურად ჩაერთო ბიზნესომბუდსმენი, ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის სტრუქტურასთან ერთად და უკვე ნამდვილად მორგებულია ბიზნესზე ახალი რეგულაციები და ის შიში, რომ დავიხურებით და ვეღარ ვიმუშავებთ, ჩემი აზრით აღარ არის, რადგან რაღაც რეგულაციების დაცვა მოგვიწევს, მთელი მსოფლიო გადაეწყო“, - განაცხადა სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტმა თამარ შარაშენიძემ.

საქართველოში სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები 18 მაისიდან გაიხსნება. ეკონომისკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ამ ტიპის დაწესებულებებში ელექტრონული რიგის სისტემა იმოქმედებს და აუცილებელი იქნება სოციალური დისტანციის დაცვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S