Accentnews.ge
საქართველოში COVID-19–ითსამედიცინო სექტორის კიდევ ერთი წარმომადგენელი დაინფიცირდა

საქართველოში COVID-19–ითსამედიცინო სექტორის კიდევ ერთი წარმომადგენელი დაინფიცირდა

15/05/2020 06:47:13 საზოგადოება

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით სამედიცინო სექტორის კიდევ ერთი წარმომადგენელი დაინფიცირდა,– ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

„19 შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია. 17 აქედან ბოლნისია - ორი სოფელია ძირითადად, გეტა და მუშევანი. ორი შემთხვევიდან ერთი მედპერსონალი და ერთი საკარანტინე სივრციდანაა. ექიმი არ ვიცი საიდანაა. ჩვენთან სამი პაციენტია შემოყვანილი ბოლნისიდანაა ერთი ოჯახის სამი წევრია. მათი მდგომარეობა საშუალოზე მძიმე არაა. გაფართოებული კვლევებით შევაფასაბთ ამ პაციენტების სიმძიმეს. ერთი კრიტიკული პაციენტი გყვავს მისი მდგომარეობა სტაბილურია და იმედია, ასე დარჩება. ველოდებით რამდენიმე ადამიანის გამოჯანმრთელებას“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 671–მდე გაიზარდა, მათგან 383 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში 3873 მოქალაქე რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 404.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S