ახალი პაციენტებიიდან 17 ბოლნისიდანაა
15/05/2020 06:34:33 საზოგადოება
საქართველოში დაფიქსირებული 19 ახალი შემთხვევიდან 17 პაციენტი ბოლნისიდანაა, –ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, კიდევ ერთი პაციენტი მედპერსონალია, ხოლო ერთი – საკარანტინო სივრციდან.
ეზუგბაია ამბობს, რომ თითოეულ შემთხვევაში ვირუსით ინფიცირტების წყარო ცნობილია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 671–მდე გაიზარდა, მათგან 383 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში 3873 მოქალაქე რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 404.


