საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 19 პირს დაუდასტურდა
15/05/2020 06:11:52 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსის 19 შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განახლდა.
ამდენად, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 671–მდე გაიზარდა, მათგან 383 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში 3873 მოქალაქე რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 404.


