საქართველოში COVID–19 კიდევ15 პირს დაუდასტურდა
14/05/2020 16:42:18 საზოგადოება
ბოლნისში ახალი ტიპის კორონავირუსის 15 შემთხვევა დადასტურდა. ამგვარად, ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 667–მდე გაიზარდა. განახლებული მონაცემები მთავრიბის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ–გვერდზეა განთავსებული.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ცნობით, დადასტურებული შემთხვევებიდან შვიდი სოფელ მუშევანთან დაკავშირებული პირია, ხოლო რვა სოფელ გეტას კლასტერიდანაა.
ჯამში ლაბორატორიაში 131 პირის საკვლევი მასალა იყო გაგზავნილი, მათგა 45 პირის ანალიზზე კვლევა გრძელდება.
ამ დროისთვის, ბოლნისში 137 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 46 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.


