Accentnews.ge
მედია: საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შესაძლოა, 22 მაისიდან აღდგეს

მედია: საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შესაძლოა, 22 მაისიდან აღდგეს

14/05/2020 10:54:26 საზოგადოება

არსებული ინფორმაციით, მეტრომ და ავტობუსებმა მუშაობა შესაძლოა, 22 მაისის შემდეგ განაახლონ.

„იმედის“ ცნობით, ჯანდაცვის სამინისტრო სამი დღის ვადაში მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს კონკრეტულ რეკომენდაციებს გადაუგზავნის თუ როგორ და რა რეგულაციების მიხედვით უნდა განაახლოს მუშაობა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა.

წინასწარი მონაცემებით, მგზავრობისას მოქალაქეებს პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა მოუწევთ; მუდმივად განხორციელდება ტემპერატურის მონიტორინგი, თუმცა რა საშუალებით, ამაზე სამინისტროში ჯერ კიდევ მსჯელობენ. რაოდენობის მგზავრების გადაადგილება იქნება დაშვებული, ჯერჯერობით უცნობია.

13 მაისს დაავადებათა კონტროლის ცენტრში განაცხადეს, რომ განიხილება საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეზღუდული რაოდენობის ადამიანების დაშვება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S