საქართველოში კორონავირუსით მე-12 პაციენტი გარდაიცვალა
14/05/2020 07:10:33 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-12 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.
გარდაცვლილია 81 წლის ქალი.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 652 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 383 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12 გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


