ბოლო ორი კვირაა, აჭარაში Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა
14/05/2020 06:52:50 საზოგადოება
ბოლო ორი კვირაა, აჭარაში Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
"30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა14 მარტს(იმპორტირებული). დღემდე რეგიონში ვირუსი გაუდგინდა71 ადამიანს. აჭარაში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 2 პაციენტი. დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1438 პირი. ჯამში კარანტინი დატოვა 5555-მა პირმა",- აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 652 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 383 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


